KA/690119 ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ლოს-ანჯელესი

Revision as of 12:01, 28 November 2020 by NandaPriya (talk | contribs) (Created page with "Category:KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი Category:KA/ნექტარის წ...")
(diff) ← Older revision | Latest revision (diff) | Newer revision → (diff)
KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„მაშასადამე, კრიშნას ცნობიერების ჩვენი მოძრაობა საშუალებას აძლევს ხალხს, ისარგებლონ ვედური ლიტერატურით. „ჩაიტანია-ჩარიტამრიტაში“ (მადჰია 20.117) არის ერთი მშვენიერი ლექსი:

ანადი ბაჰირ-მუქჰა ჯივა კრიშნა ბჰული გელა

ატაევა კრიშნა ვედა პურანა კარილა

ჩვენ არ ვიცით, როდის დავივიწყეთ ღმერთი, როდის დავკარგეთ მასთან კავშირი. ჩვენ მარად დაკავშირებულნი ვართ ღმერთთან, დღესაც კი. ეს კავშირი არ დაკარგულა. როგორც კავშირი მამასა და შვილს შორის - ეს კავშირი არ წყდება, მაგრამ თუ შვილი გაგიჟდება ან აზროვნებას დაკარგავს, მას აღარ ახსოვს მამა. ეს არის განპირობებული... მაგრამ კავშირი არ დაკარგულა. როდესაც ცნობიერებას აღიდგენს, ხვდება, ოჰ, მე ხომ ამა და ამ კაცის შვილი ვარ. მსგავსად ამისა, ჩვენი ცნობიერება, ანუ ეს მატერიალური ცნობიერება, სიგიჟის მდგომარეობაა. ჩვენ დავივიწყეთ ღმერთი. ჩვენ ვამბობთ, ღმერთი მკვდარია. სინამდვილეში, ეს მე ვარ მკვდარი. მაგრამ მაინც ვფიქრობთ, ღმერთი მკვდარია“.

690119 - ლექცია - ლოს-ანჯელესი