Template

KA/Georgian Main Page - Collaborate With Us: Difference between revisions

No edit summary
No edit summary
Line 7: Line 7:


http://www.bbtmedia.com/en/ebooks/language/Georgian
http://www.bbtmedia.com/en/ebooks/language/Georgian
ცნობებისთვის: [email protected]

Revision as of 17:28, 29 August 2020

შრილა პრაბჰუპადა ამბობდა, რომ ყველა გონიერი ადამიანის მოწოდებაა, გაიგოს ღმერთი. მისი თვალთახედვით, ღმერთისადმი ინტერესის გარეშე მატერიალისტური ერუდიცია უსარგებლო რამაა. ასეთი ცოდნა გვამის მორთვას ჰგავსო. ცოცხალი სულის უდიდესი მოთხოვნილებაა, თავი დააღწიოს ამქვეყნიურ ტანჯვებს (დაბადება, სიკვდილი, ავადმყოფობა და სიბერე), დაიბრუნოს საკუთარი თავის სწორი გაგება, როგორც უკვდავი სულისა (ამჟამად მისი წმინდა ცნობიერება მატერიითაა დაფარული და იგი ნივთიერ სხეულთან მყარად აიგივებს თავს) და გაიხსენოს ღმერთისადმი მიძინებული სიყვარული.

კრიშნა ნიშნავს ღმერთს. თუ მისი სხვა სახელი გაქვთ, შეგიძლიათ ისიც გამოიყენოთ, რადგან ღმერთის ყველა სახელს უდიდესი ძალა აქვს. კრიშნა გაცილებით მაღლა დგას ვიდრე სარწმუნოება, ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფისადმი მიკუთვნება და სხვ., რადგან უშუალოდ მისი ბაგედან გამოდის შემდეგი სიტყვები "ბჰაგავად-გიტაში": "მე ვარ დასაბამი, შუალედი და სასრული ყოვლისა, ყოველი ცოცხალი არსება ჩემგან იღებს სათავეს".

ჩვენი უმორჩილესი თხოვნაა, გამოწვლილვითი გონებითა და სუფთა გულით მოისმინეთ, გაეცანით "ბჰაგავად-გიტა, როგორც ასეთს", "შრიმად-ბჰაგავატამსა" და ა. ჩ. ბჰაქტივედანტა სვამი პრაბჰუპადას მიერ თარგმნილ ყველა სხვა წიგნს, რომელთა დიდი ნაწილი უკვე გამოცემულია ქართულად და სრული კრებული მალე გამოიცემა. შეგიძლიათ ესტუმროთ შემდეგ გვერდსაც.

http://www.bbtmedia.com/en/ebooks/language/Georgian

ცნობებისთვის: [email protected]