KA/680324b ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, სან-ფრანცისკო

KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„ბრაჰმა-კარმა. ბრაჰმანი არის ღმრთეების უზენაესი პიროვნება, საბოლოო, უმაღლესი სიტყვა ბრაჰმანში. ამიტომ უნდა დასაქმდეთ ბრაჰმა-კარმათი, რაც კრიშნას ცნობიერებას ნიშნავს. და გამოავლინოთ შესაბამისი თვისებები: ალალმართლობა, გრძნობების მართვა, ჭკუის მართვა, უბრალოება და ამტანობა. როგორც კი სულიერ ცხოვრებას შეუდგებით, მაია თქვენს წინააღმდეგ აამხედრებს მთელ ჯარს. ასეთი ძალა აქვს მაიას. ზოგი გააკრიტიკებს თქვენ საქციელს, ზოგი რას და ზოგიც კიდევ რას გაგიკეთებთ. მაგრამ ჩვენ უნდა... ჩვენ უნდა მოვითმინოთ ეს. ეს ხომ მატერიალური სამყაროს დაავადებაა. თუ ვინმე სულიერ ამაღლებას იწყებს, მაიას წარმომადგენლები, მისი იარაღები, მის კრიტიკას დაიწყებენ. ამიტომ უნდა იყოთ მომთმენნი“.
680324 - ლექცია ინიციაციის წინ - სან-ფრანცისკო