KA/700508 ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ლოს-ანჯელესი

KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ფილოსოფია არის ჯივერა სვარუპა ჰაია ნიტია კრიშნა დას (ჩ. ჩ. მადჰია 20.108-109). ცოცხალი არსება მარად კრიშნას მსახურია, აღიარებს ამას თუ არა. ამას მნიშვნელობა არა აქვს. იგი მაინც მსახურია. ისევე როგორც ყოველი მოქალაქე კანონის მორჩილია ან მთავრობის ქვეშევრდომია. მას შეუძლია თქვას, მე არ ვემორჩილები მთავრობასო, მაგრამ პოლიციისა თუ სამხედრო ძალით მას ამ კანონების მორჩილებას აიძულებენ. მაშასადამე, ერთს ძალით აღიარებინებენ კრიშნას თავის ბატონად, სხვები კი ნებსით ემსახურებიან მას. განსხვავებაც ესაა. მაგრამ არავინ არის კრიშნას სამსახურიდან დახსნილი. ეს შეუძლებელია“.
700508 - ლექცია ISO 06 - ლოს-ანჯელესი