KA/720715 ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ლონდონი

KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„ჩვენი იდეალია, ვიბრძოლოთ მაიასთან, ხოლო მაიასთან ბრძოლაში გამარჯვება გამოჩნდება მაშინ, როდესაც არ შეგვაწუხებს ოთხი რამ: ჭამა, ძილი, გამრავლება და თავდაცვა. ეს იქნება მაჩვენებელი. საჭირო არ არის, სულიერი განვითარების დამადასტურებელი რაიმე დიპლომი. ყველას შეუძლია საკუთარი თავი გამოსცადოს: რამდენად დავამარცხე ეს ოთხი რამ - ჭამა, ძილი, გამრავლება და თავდაცვა. სულ ეს არის. ასეთია მაჩვენებელი. ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვჭამოთ, არ უნდა ვიძინოთ და ა.შ. მაგრამ ჩვენ ეს მოთხოვნილებები უნდა დავიყვანოთ მინიმუმამდე, სულ მცირე, მოვარეგულიროთ მაინც. სცადეთ ეს. ამას ჰქვია ასკეტიზმი, ტაპასია. მე მსურს ძილი, მაგრამ მაინც უნდა მოვარეგულირო ეს. მე მსურს ჭამა, მაგრამ გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოვაქციო. მე მსურს განცხრომა და ესეც უნდა მოვარეგულირო. ასეთია ძველი ვედური ცივილიზაცია“.
720715 - ლექცია შ.ბ. 01.01.05 - ლონდონი