KA/730710 ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ლონდონი

KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„მატერიალური სამყარო ნიშნავს ამ ხუთ ელემენტს, უხეშს და ნატიფს. მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი, ცა - ეს უხეში ელემენტია, ჭკუა, გონება და ეგო - ნატიფი. კრიშნა ამბობს, რომ ეს ელემენტები, მატერიალური ელემენტები (ბ.გ. 7.4): „ეს მატერიალური ელემენტები განცალკევებულნი, მაგრამ ჩემი ენერგიაა. ისინი ჩემი ენერგიაა“. მაგალითად, ღრუბელი. ღრუბელს მზე წარმოქმნის. მზის ენერგიამ შექმნა ღრუბელი. თქვენ ეს იცით. სითბო ზღვის წყალს აორთქლებს, წარმოიქმნება ორთქლი. ეს არის ღრუბელი. ღრუბელი მზის ენერგიის შექმნილია, მაგრამ როცა ცაზე ღრუბელია, მზეს ვერ დაინახავთ; მზე დაფარულია. მსგავსად ამისა, მატერიალური ენერგია კრიშნას ენერგიაა. მაგრამ როდესაც თქვენ ეს მატერიალური ენერგია გფარავთ, ვერ ხედავთ კრიშნას. ასეთია რეალობა“.
730710 - ლექცია ბ.გ. 01.04-5 - ლონდონი