KA/740602 დილის გასეირნება - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ჟენევა

KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
გურუ-გაურანგა: თუ ხალხი ძალიან ცოდვილია, მაშ, რატომ აქვთ მათ ამდენი კარგი პირობა? ეს ხომ ძალიან მალე გაქრება?!

შრილა პრაბჰუპადა: დიახ, ასეა. როცა მათი ცოდვები გაიზრდება, მათ კარგი პირობებიც წაერთმევათ. ამიტომ ჩვენ ვთავაზობთ ყველას: ყველაფერი კრიშნას საკუთრებაა და ყოველი ჩვენგანი მისი შვილები ვართ. ითანამშრომლეთ კრიშნას ცნობიერებასთან, მაშინ მთელი მსოფლიო გაბედნიერდება. ამას ვთავაზობთ მათ. რატომ ფიქრობთ, რომ რამე ამერიკული, შვეიცარული თუ ინდურია? ყველაფერი ეკუთვნის კრიშნას. დავემორჩილოთ კრიშნას! და რაკი ჩვენ კრიშნას შვილები ვართ, სიამოვნებით ვისარგებლოთ კრიშნას საკუთრებით. ჰოდა, ბედნიერებაც მაშინვე დაისადგურებს. მე არაერთხელ მითქვამს ეს... მთელ მსოფლიოში შეიძლება იმდენი ხორბლისა და საჭმლის წარმოება, რომ ათჯერ უფრო მეტ მოსახლეობას ეყოს. ათჯერ უფრო მეტს! აფრიკაში, ავსტრალიაში, ინგლისში, ამერიკაში! უამრავი საჭმელ-სანოვაგე შეიძლება ვაწარმოოთ. მაგრამ ხალხს არ სურს თანამშრომლობა. ურჩევნიათ ცხოველები ხოცონ. მერე ხორბლეული ზღვაში გადაყარონ და ამაყად თქვან, ეს ჩემი ქვეყანაა, ეს ჩემი საკუთრებაო.

740602 - დილის გასეირნება - ჟენევა