KA/750128 ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ტოკიო

KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„ეს ქალაქი ტოკიო რომ მხოლოდ მატერიის გროვა იყოს, მაშინ როგორ იმუშავებს ასე მწყობრად საგზაო სამსახური და სხვ. ეს არ არის მხოლოდ მატერიის გროვა, არამედ არის ვინმე, მთავრობა, მეფე ან პრეზიდენტი, ვინც წესრიგს ინარჩუნებს. ეს არის სწორი დასკვნა. ასეთი ანალოგიის მოყვანა შესაფერისია. მაშ, რა უფლებით ამბობთ, რომ არავინ ასრულებს კონტროლს? რა ლოგიკით? შეგიძლიათ, ვინმემ ლოგიკის საფუძველზე გვითხრათ, რომ არ არსებობს... ეს რაქშასები ამბობენ, ღმერთი არ არსებობსო, არავის აქვს კონტროლის ძალაო, მაგრამ როგორი ლოგიკაა ეს? როგორ შეგიძლიათ თქვათ ასეთი რამ? რასთან ავლებთ ანალოგიას? რა ლოგიკით ხელმძღვანელობთ, როდესაც ამბობთ, ღმერთი არ არსებობსო? მოვით, ვიმსჯელოთ. ვინმეს შეგიძლიათ რამე თქვათ?“
750128 - ლექცია ბ.გ. 16.08 - ტოკიო