KA/770202 ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ბჰუვანეშვარი

KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„მაშასადამე, არსებობს დაავადება, მაგრამ მოცემულია მისი განკურნების საშუალებაც. ჩეტო-დარპანა-მარჯანამ (ჩ.ჩ. ანტია 20.12). ჩვენ ეს არასწორად გვესმის. ადამიანთა საზოგადოება ცდილობს პრობლემების მოგვარებას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საშუალებით, მაგრამ ეს შეუძლებელია. გაერთიანებულ ერებს ამის უნარი არ შესწევს. მელბურნში ერთ-ერთი საუბრისას მე ბრალი დავდე გაერთიანებულ ერებს: ისინი მყვეფავი ძაღლების ხროვაა-მეთქი. ამის მიზეზი ისაა, რომ მატერიალურ საფეხურზე გაერთიანება გამორიცხულია. თუ ჩაბღაუჭებული ხართ იმ აზრს, რომ „მე ძაღლი ვარ, მე ვეფხვი ვარ, მე ამერიკელი ვარ, მე ინდოელი ვარ, მე ვარ ბრაჰმანი, მე ვარ შუდრა“, მაშინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არსებობა გამორიცხულია“.
770202 - ლექცია ქვაკუთხედის ჩაყრის ცერემონია - ბჰუვანეშვარი