KA/Prabhupada 0021 - რატომ არის ამ ქვეყანაში ამდენი განქორწინება



Lecture on SB 6.1.26 -- Honolulu, May 26, 1976

ამრიგად, ასეთია ცხოვრების ზოგადი წესი. ყველა ჩართულია ამ მატერიალურ საქმიანობაში, და მატერიალური ქმედების საყრდენ პრინციპს გრიჰასტჰა, ოჯახური ცხოვრება წარმოადგენს. ოჯახური ცხოვრება, ვედური სისტემის თანახმად, ან სხვაგან, არის ცოლის, შვილების შენახვის პასუხისმგებლობით ცხოვრება. ყველაა ჩართული. ისინი ფიქრობენ, რომ ეს არის ერთადერთი მოვალეობა. „ოჯახი შევინახო, ეს არის ჩემი მოვალეობა. რაც შეიძლება კომფორტულად. ეს არის ჩემი მოვალეობა.“ არავინ უფიქრდება, რომ მსგავს მოვალეობას ცხოველებიც კი ასრულებენ. მათაც ყავთ შვილები და ისინი აჭმევენ. რა განსხვავებაა? ამიტომ, აქ გამოყენებულია სიტყვა მუუდჰა. მუუდჰა ნიშნავს ვირს. ვინც ამგვარ ვალდებულებებშია ჩართული, ბჰუნჯაანაჰა პრაპიბან კჰაადან. პრაპიბან. პრაპიბან ნიშნავს დალევას, ხოლო ბჰუნჯაანაჰა ნიშნავს ჭამას. სანმ ჭამენ, სანამ სვამენ, კჰაადან, სანამ ღეჭავენ, ჩარვა ჩასია რაჯა პრეია (?). არსებობს ოთხი ტიპის საკვები. რაც იღეჭება, რასაც ვლოკავთ, (სანსკრიტი), ზოგჯერ ვყლაპავთ და ზოგჯერ ვსვამთ. არსებობს ოთხი სახის სურსათი. ამიტომაც ვმღერით ჩატუჰა ვიდჰაა შრიი-ბჰაგავატ-პრასაადაატ. ჩატუჰა ვიდჰაა ნიშნავს ოთხ ტიპს. ამრიგად, ამ ოთხ კატეგორიაში ღვთაებებს უამრავ საკვებს ვთავაზობთ. ზოგი რამ იღეჭება, ზოგი უნდა გაილოკოს, ზოგი რამ გადაიყლაპოს. ამგვარად.

ასე, რომ ბჰუნჯაანაჰა პრაპიბან კჰაადან ბაალაკამ სნეჰა-იანტრიტაჰა. დედ-მამა შვილებს უვლიან, როგორ უზრუნველყონ ისინი საკვებით. ჩვენ გვინახავს, დედა იაშოდა როგორ აჭმევდა კრიშნას. იგივეა. ამაშია განსხვავება. ჩვენ ჩვეულებრივ ბავშვს ვკვებავთ, რასაც კატებიც და ძაღლებიც აკეთებენ მაგრამ დედა იაშოდა კრიშნას კვებავს. იგივე პროცესია. პროცესში განსხვავება არაა, მაგარმ ერთი კრიშნაზეა კონცენტრირებული, მეორე ახირებაზე. ამაშია განსხვავება. როდესაც ცენტრში კრიშნაა, მაშინ ეს სულიერია, როდესაც ცენტრში ახირება დგას, მაშინ ეს მატერიალურია. არა არის განსხვავება მატერიალურს შორის... განსხვავება ასეთია. არსებობს... ვნებიანი ახირებისა და სიყვარულის, წმინდა სიყვარულის მსგავსად. რა განსხვავებაა ვნებიან ახირებასა და წმინდა სიყვარულს შორის? აქ ვირევით, კაცი და ქალი, ვირევით ვნებიანი სურვიებით, და კრიშნაც ურთიერთობს გოპებთან. ზედაპირულად ეს ერთიდაიგივეს გავს. მაგრამ რა არის განსხვავება? ამრიგად, ეს განსხვავება ახსნილია ჩაიტანია-ჩარიტამრიტას ავტორის მიერ, თუ რა განსხვავებაა ვნებიან ახირებასა და სიყვარულს შორის? ეს ახსნილია. მან თქვა, აატმენდრიია-პრიიტი-ვაანჩჰაა-ტაარე ბალი 'კაამა (ჩჩ ადი 4.165), „როდესაც ჩემი გრძნობების დაკმაყოფილება მინდა, ეს კაამაა.“ მაგრამ კრიშნენდრიია-პრიიტი-იჩჩჰაა დჰარე 'პრემა' ნაამა, „და როდესაც კრიშნას გრძნობების დაკმაყოფილება გვინდა, მაშინ ეს სიყვარულია, პრემა.“ ამაშია განსხვავება. აქ, ამ მატერიალურ სამყაროში სიყვარული არ არსებობს რადგან კაცი და ქალი, მათ არ უჩნდებათ აზრი, რომ „მე ვურთიერთობ კაცთან, კაცთან, რომელიც გრძნობებს იკმაყოფილებს ჩემით.“ არა. „მე ჩემს გრძნობებს დავაკმაყოფილებ.“ ასეთია ზოგადი პრინციპი. კაცი ფიქრობს, რომ „ამ ქალთან ურთიერთობით მე ჩემს გრძნობით სურვილებს დავიკმაყოფილებ,“ და ქალი ფიქრობს, რომ „ამ კაცთან ურთიერთობით მე ცემს სურვილებს დავიკმაყოფილებ.“ ამიტომაც დასავლეთის ქვეყნებში ძალიან გავრცელებულია, როგორც კი პირადი გრძნობების დაკმაყოფილებაში რაღაც სირთულე ჩნდება, დაუყოვნებლივ ეყრებიან ართმანეთს. ასეთი ფსიქოლოგიაა, რატომ არის ამდენი განქორწინება ამ ქვეყანაში. ძირეული მიზეზია, რომ „როგორც კი დაკმაყოფილებას ვერ მივიღე, აღარ მინდა.“ ეს ნათქვამია შრიმად-ბჰაგავატამში: დაამ-პატიამ რატიმ ევა ჰი (შბ 12.2.3). ამ ეპოქაში, ცოლი და ქმარი ნიშნავს სექსუალურ დაკმაყოფილებას, პირადულს. არ დგას საკითხი, რომ „ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ, ჩვენ დავაკმაყოფილებთ კრიშნას იმით, რომ ვივარჯირებთ როგორ უნდა დავაკმაყოფილოთ კრიშნა.“ ამგვარია კრიშნას ცნობიერების მოძრაობა.