KA/Prabhupada 1062 - ჩვენ მატერიალური ბუნების კონტროლირების ტენდენცია გვახასიათებს



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

ამრიგად ჩვენ, ჩვენ ვცდებით. როდესაც კოსმიურ ბუნაბაში საოცრებებს ვხედავთ, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ამ საკვირველი გამოვლინებების უკან მაკონტროლებელი დგას. ვერაფერი გამოვლინდებოდა უკონტროლოდ. ბავშვურობაა, არ დაფიქრდე მაკონტროლებლის შესახებ. ქუჩაში მიმავალი კარგი ავტომანქანის მსგავსად, რომელიც დიდ სიქჩარეს ავითარებს, და ინჟინერული კუთხით კარგადაა მოწყობილი. ბავშვმა შეიძლება იფიქროს, რომ „ეს მანქანა თავისით მიდის, ცხენის ან სხვა რაიმე გამწევი ძალის დახმარების გარეშე?“ მაგრამ საღად მოაზროვნე კაცმა ან უფროსმა ადამიანმა იცის, რომ მანქანის ინჟინერული მოწყობილობების მიუხედავად, იგი ვერ იმოძრავებდა მძღოლის გარეშე. მანქანის ან ელექტროსადგურის ეს ინჟინერული მიწყობილობები... მოცემული მომენტისთვის ჩვენ მანქანების საუკუნეში ვიმყოფებით, მაგრამ ყველთვის უნდა ვიცოდეთ, რომ მანქანების უკან, საუკეთესოდ მომუშავე მანქანების უკან, არის მიმმართველი. ამრიგად, უზენაესი უფალი მიმმართველია, ადჰიაკშა. ის უზენაესი პიროვნებაა, რომლის ზედამხედველობის ქვეშაც მუშაობს ყველაფერი. ახლა ეს ჯივები, ანუ ცოცხალი არსებები, ისინი ბჰაგავად-გიტაში უფლის მიერ აღიარებულნი არიან, როგორც ამას მომდევნო თავებში შევიტყობთ, როგორც უზენაესი უფლის განუყოფელი ნაწილაკები მამაივამსო ჯივა-ბჰუტაჰ (BG 15.7). ამსა ნიშნავს განუყოფელ ნაწილს. ახლა, როგორც ოქროს ნაწილაკი ასევე ნაწილაკია, ოკეანის წყლის წვეთიც მარილიანია, მსგავსად, ჩვენ, ცოცხალ არსებებს, როგორც განუყოფელ ნაწილაკებს უზენაესი მაკონტროლებელის, იშვარასი, ბჰაგავანის, ან უფალი კრიშნასი, ჩვენ გაგვაჩნია, მე მინდა ვთქვა, თვისობრივად უზენაესი უფლის ყველა თვისება მცირე მოცულობით. რადგან ჩვენ მცირე იშვარები, დაქვემდებარებული იშვარები ვართ. ჩვენც ვცდილობთ კონტროლირებას. ჩვენ უბრალოდ ვცდილობთ ბუნება გავაკონტროლოთ. დღეისათვის ჩვენ კოსმოსის გაკონტროლებას ვცდილობთ. ჩვენ ვცდილობთ ხელოვნური პლანეტების გაშვებას. ასე რომ, არსებობს კონტროლირების ან შექმნის ტენდენცია რაგდან ნაწილობრივ, ჩვენ გაგავაჩნია კონტროლირების ეს ტენდენცია. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ტენდენცია არ არის საკმარისი. ჩვენ გვაქვს ტენდენცია გავაკონტროლოთ მატერიალური ბუნება, ვიბატონოთ მატერიალ ბუნებაზე, მაგრამ ჩვენ არ ვართ უზენაესი მაკონტროლებელი. ამრიგად, ეს საკითხი ახსნილია ბჰაგავად-გიტაში.

მაშინ, რა არის ეს მატერიალური ბუნება? ბუნებაც ასევეა ახსნილი. ბუნება, მატერიალური ბუნება, ბჰაგავად-გიტაში ახსნილია, როგორც დაქვემდებარებული, დაბალი პრაკრიტი. დაქვემდებარებული პრაკრიტი, ხოლო ცოცხალი არსებები განმარტებულია, როგორც მაღალი პრაკრიტი. პრაკრიტი ნიშნას მას, ვისაც აკონტროლებენ, ვინც ქვეშ იმყოფება... პრაკრიტი, პრაკრიტის ნამდვილი მნიშვნელობაა ქალი ან მდედრი. მსგავსად იმისა, თუ როგორ აკონტროლებს ქმარი ცოლის საქმიანობას, ასევე, პრაკრიტიც დამორჩილებულია, მასზე ბატონობენ. უფალი, ღმრთეების უზენაესი პიროვნება არის მბრძანებელი, და მისი პრაკრიტი, როგორც ცოცხალი არსებები ასევე მატერიალური ბუნება, განსხვავებული პრაკრიტი არიან, ანუ დაქვემდებარებული, კონტროლირებადი უზენაესის მიერ. ამრიგად, ბჰაგავად-გიტას თანახმად, ცოცხალი არსებები, თუმცა უზენაესი უფლის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენენ, ისინი მიიღებიან, როგორც პრაკრიტი. ეს მკაფიოდ არის ნათქვამი ბჰაგავად-გიტას მეშვიდე თავში. აპარეიამ იტას ტუ ვიდდჰი აპარაა (BG 7.5). ეს მატერიალური ბუნება აპარა იიამ-ია. იტას ტუ, და გარდა ამისა, არსებობს მეორე პრაკრიტი, და რას წარმოადგენს ეს პრაკრიტი? ჯივა-ბჰუტა, ეს...

ამრიგად, ეს პრაკრიტი, ამ პრაკრიტის მოწყობა სამი თვისებისგან შედგება: სათნოების გუნა, ვნების გუნა და უმეცრების გუნა. და ამ გუნების ზემოთ, გუნების სამი განსხვავებული ტიპი, სათნოება, ვნება, და უნდა ვთქვა, უგუნურება, არსებობს მარადიული დრო. არსებობს უსასრულო დრო. და ბუნების ამ გუნების კომბინაციის მეშვეობით და მარადიული დროის კონტროლის ქვეშ, მისი მოქმედების სფეროში, არსებობს საქმიანობა. არსებობს საქმიანობა, რომელსაც კარმა ეწოდება. ეს საქმიანობა უხსოვარი დროიდან ხორციელდება და ჩვენ ან ვიტანჯებით ან სიამოვნებას ვიღებთ ჩვენი საქმიანობის შედეგებიდან.