KA/Prabhupada 1065 - პირველ რიგში უნდა ვისწავლოთ, რომ ამ მატერიალურ სხეულს არ წარმოვადგენთ



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

ახლა, რადგან მატერიალურად ვართ დაბინძურებულები, ამას ჩვენი განპირობებული მდგომარეობა ეწოდება. განპირობებული მდგომარეობა. და ცრუ ეგო, ცრუ ცნობიერება... ცრუ ცნობიერება გამოიხატება იმის წარმოდგენით, რომ „მე ამ მატერიალური სამყაროს პროდუქტს წარმოვადგენ“. ამას ქვია ცრუ ეგო. მთელი მატერიალური საქმიანობა, იასიაატმა-ბუდდჰიჰ კუნაპე ტრი-დჰაატუკე (SB 10.84.13) იასიაატმა-ბუდდჰიჰ კუნაპე ტრი-დჰაატუკე, ის, ვინც ჩაფლულია სხეულისეულ კონცეფციაში. ახლა, მთელი ბჰაგავად-გიტა იმოტომ იქნა უფლის მიერ განმარტებული, რომ არჯუნას თავი სხეულისეული კონცეპციით ჰქონდა წარმოდგენილი. ამრიგად, ამგვარი სხეულისეული კონცეპციისგან უნდა განვთავისუფლდეთ. ეს გახლავთ იმ ტრანსცედენტალისტის უპირველესი საქმიანობა, ვისც თავსუფლება უნდა, განთავისუფლება სწადია. მან პირველ რიგში უნდა ისწავლოს, რომ ამ მატერიალურ სხეულს არ წარმოადგენს. ამრიგად ეს ცნობიერება, ანუ მატერიალური ცნობიერება... ამ მატერიალური ცნობიერებიდან როდესაც ვთავისუფლდებით, ამას მუქტი ქვია. მუქტი ანუ გათავისუფლება ნიშნავს მატერიალური ცნობიერებისგან თავისუფლებას. შრიმად ბჰაგავატამში ასევე მოყვანილია გათავისუფლების განმარტება: მუკტირ ჰიტვაანიატჰა რუპამ სვარუპენა ვიავასტჰიტიჰ (SB 2.10.6). სვარუპენა ვიავასტჰიტიჰ. მუქტი ნიშნავს ამ მატერიალური სამყაროს დაბინძურებული ცნობიერებისგან გათავისუფლებას, და წმინდა ცნობიერებაში დამკვიდრებას. და მთელი განმარტება, ბჰაგავატ-გიტას განმარტება, მიმართულია ამ წმინდა ცნობიერების გამოსაფხიზლებლად. ბჰაგავატ-გიტას განმარტების საბოლოო ეტაპზე ვნახავთ, რომ კრიშნა არჯუნას ეკითხება, არის თუ არა ის ახლა წმინდა ცნობიერებაში. იყო თუ არა წმინდა ცნობიერებაში. მწინდა ცნობიერება ღმერთის მითითების მიხედვით ქმედებას ნიშნავს. ეს არის გაწმენდილი ცნობიერება. ეს გახლავთ გაწმენდილი ცნობიერების მთელი არსი. ცონებიერება უკვე არსებობს, მაგრამ რადგან ჩვენ განუყოფელი ნაწილაკები ვართ, ჩვენ გავლენის ქვეშ ვექცევით. მტარიალური გუნების გავლენის უსასრულო შესაძლებლობა არსებობს. მაგრამ უფალი, რადგან უზენაესია, არასოდეს ექცევა გავლენის ქვეშ. ის არასოდეს ექცევა გავლენის ქვეშ. ამაშია განსხვავება უფალსა და უზენაესს... უზენაეს უფალსა და...

ახლა ეს ცნობიერება არის... რა არის ეს ცნობიერება? ეს ცნობიერება არის „მე ვარ“. რა ვარ მე? როდესაც დაბინძურებულ ცნობიერებაში ვიმყოფებით, ეს „მე ვარ“ ნიშნავს, რომ „მე ვარ ყველაფრის უფალი, რასაც ვხედავ“. ეს უწმინდური ცონბიერებაა. და „მე ვარ სიამოვნების მიმღები“. მთელი მატერიალური სამყარო მოძრაობს და ყველა ცოცხალი არსება ფიქრობს, რომ „მე ვარ უფალი და მე ვარ ამ მატერიალური სამყაროს შემქმნელი“. ცონობიერებას ორი ფსიქოლოგიური მომენტი, ან ორი ფსიქოლოგიური ნაწილი გააჩნია. ერთია „მე ვარ შემქმნელი“, ხოლო მეორე - „მე ვარ სიამოვნების მიმღები“. მაგრამ, სინამდვილეში უზენაესი უფალი არის შემქმნელი და სინამდვილეში ის არის, ვინც სიამოვნებას იღებს. ხოლო ცოცხალი არსებები, წარმოადგენენ რა უზენაესი უფლის განუყოფელ ნაწილაკებს, ის არ არის რეალურად შემქმნელი თუ სიამოვნების მიმრები, ის კოოპერატორია. მანქანის მსგავსად. მანქანის ნაწილი კოოპერატორს წარმოადგენს, ის კოოპერატორია. ან მხოლოდ ჩვენი სხეულის მოწყობა რომ შევისწავლოთ. ახლა, სხეულს გააჩნია ხელები, ფეხები, თვალები, და ყველა ეს ინსტრუმენტი, მოქმედებს, მარგამ ყველა სხეულის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ისინი არ არიან სიამოვნების მიმღებები. მუცელია სიამოვნების მიმღები. ფეხს შეუძლია ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. ხელი აგროვებს, ხელი საჭმელს ამზადებს, და კბილები ღეჭავენ, და ყველაფერი, სხეულის ყველა ნაწილი, ჩაბმულია მუცლის დაკმაყოფილებაში, რადგან მუცელი სხეულის მოწყობაში პირველად ფაქტორს წარმოადგენს. და ყველაფერი მუცელს უნდა მიეწოდოს. პრანოპაჰარაკ ჩა იატჰენდრიიანამ (SB 4.31.14). როგორც ხის სიმწვანეს მისი ფესვების მორწყვით შეიძლება მიაღწიო, ან ჯანმრთელად თავს იგრძნობ... სხეულის ნაწილები - ხელები, ფეხები, თვალები, ყურები, თითები - ყველაფერი ჯანმრთელად იქნება, როდესაც სხეულის ნაწილები მუცელს ეთანამშრომლებიან. მსგავსად, უზენაესი ცოცხალი არსება, უფალი, არის სიამოვნების მიმღები. ის არის სიამოვნების მიმღები და შემქმნელი. და ჩვენ, მინდა ვთქვა, დაქვემდებარებული ცოცხალი არსებები, უზენაესი უფლის ენერგიის პროდუქტს წარმოვადგენთ, ჩვენ მასთან თანამშრომლობა გვეკისრება. ეს თანამშრომლობა დაგვეხმარება. მხოლოდ მაგალითისთვის, თითების მიერ აღებული კარგი საკვები. თუ თითები იფიქრებენ „რატომ უნდა მივცეთ ეს მუცელს? თვითონ მივიღოთ სიამოვნება.“ ეს შეცდომაა. თითებს არ შეუძლიათ სიამოვნების მიღება. თითებს თუ უნდათ ამ კონკრეტული საჭმლისგან სიამოვნების მიღება, თითებმა ის მუცელს უნდა მიაწოდოს.