KA/Prabhupada 1070 - მსახურების გაწევა ცოცხალი არსების მარადიული რელიგიაა



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

სანატანა-დჰარმის ზემოთ ხსენებულ კონცეფციასთან მიმართებაში, ჩვენ შეგვიძლია, ვეცადოთ რელიგიის კონცეფციის გაგება სიტყვა დჰარმის მნიშვნელობის სანსკრიტულ ფუძეში გარკვევით. ის ნიშნავს რაღაცას, რაც მუდამ თან სდევს კონკრეტულ ობიექტს. როგორც უკვე ვახსენეთ, როდესაც ცეცხლზე ვსაუბრობთ, იმავდროულად ვგულისხმოთ, რომ ცეცხლთან ერთად არსებობს მხურვალება და სინათლე. მხურვალებისა და სინათლის გარეშე სიტყვა ცეცხლს მნიშვნელობა ეკარგება. მასგავსად, ჩვენ უნდა მივაკვლიოთ ცოცხალი არსების იმ განუყოფელ ნაწილს, რომელიც მუდამ თან სდევს. ცოცხალი არსების მუდმივი თანმხლების ეს ნაწილი მის მარადიულ თვისებას წარმოადგენს, ხოლო ცოცხალი არსების ამ თვისების მარადიულ ნაწილს მისი მარადიული რელიგია წარმოადგენს. როდესაც სანატანა გოსვამიმ უფალ ჩაიტანია მაჰაპრაბჰუს ჰკითხა სვარუპის შესახებ - ჩვენ უკვე ვისაუბრეთ ყოველი ცოცხალი არსების სვარუპის შესახებ - სვარუპა, ანუ ცოცხალი არსების ჭეშმარიტი აგებულება, უფალმა უპასუხა, რომ ცოცხალი არსების კონსტიტუციური აღნაგობა ღმრთეების უზანაესი პიროვნებისთვის მსახურების გაწევაში მდგომარეობს. მაგრამ უფალი ჩაიტანიას განაცხადის ამ ნაწილს თუ გავაანალიზებთ, ჩვენ ადვილად დავინახავთ, რომ ყველა ცოცხალი არსება მუდმივად არის ჩართული სხვა ცოცხალი არსებისთვის მსახურების გაწევაში. ცოცხალი არსება სხვა ცოცხალ არსებას სხვადასხვა სახის სამსახურს უწევს, და ამგვარი ქმედებით, ცოცხალი არსება ტკბება ცხოვრებით. უფრო დაბალი დონის ცხოველი ემსახურება ადამიანს, მსახური მის ბატონს ემსახურება, ა ემსახურებს ბ ბატონს, ბ ემსახურება ც ბატონს, ც ემსახურება დ ბატონს, და ა.შ. გარკვეულ ვითარებაში, ჩვენ ვხედავთ, რომ მეგობარი ემსახურება სხვა მეგობარს, და დედა ემსახურება მის შვილს, ან ცოლი ემსახურება ქმარს, ან ქმარი ემსახურება ცოლს. თუ ამ სულისკვეთებით კვლევას განვაგრძობთ, დავინახავთ, რომ ცოცხალი არსებების საზოგადოებაში არ არსებობს გამონაკლისი, სადაც ვერ ვნახავთ მსახურებას. პოლიტიკოსი თავის მანიფესტს წარუდგენს ხალხს და არწმუნებს ამომრჩეველს მისი მსახურების უნარის შესახებ. ამომრჩეველიც აძლევს პოლიტიკოსს თავის ღირებულ ხმას იმ მოლოდინით, რომ პოლიტიკოსი საზოგადოებას მსახურებას გაუწევს. მაღაზიის მეპატრონე ემსახურება მომხმარებელს და ქარხნის მუშა - კაპიტალისტს. კაპიტალისტი ემსახურება საკუთარ ოჯახს და ოჯახი ემსახურება თავკაცს, რაშიც მჟღავნდება მარადიული არსების მარადიული თვისება. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი ცოცხალი არსება არ წარმოადგენს გამონაკლისს სხვა ცოცხალი არსებებისთვის მსახურების გაწევის თვალსაზრისით, შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსახურება არის ცოცხალი არსების მუდმივი თანამდევი, და, შესაბამისად, თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ ცოცხალი არსების მიერ მსახურების გაწევა არის ცოცხალი არსების მარადიული რელიგია. როდესაც ვინმე საკუთარ თავს რაიმე ტიპის რწმენის მიმდევრად მიიჩნევს დაბადების კონკრეტული დროისა და გარემოებების გათვალისწინებით, და ამრიგად, ამტკიცებს, რომ არის ინდუსი, მუსულმანი, ქრისტიანი, ბუდისტი ან ნებისმიერი სხვა სექტანტი, და ქვე-სექტანტი, ამგვარი განსაზღვრებები არ არის სანატანა-დჰარმა. ინდუსს შეუძლია რწმენა შეიცვალოს და გახდეს მუსლიმი, ამ მუსულმანს შეუძლია რწმენა შეიცვალოს და გახდეს ინდუსი ან ქრისტიანი, და ა.შ. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, რელიგიური რწმენის ამგვარი ცვლილება ვერ აძლევს ადამიანს საშუალებას, შეცვალოს მისი მარადიული საქმიანობა სხვებისთვის მსახურების გაწევის სახით. ინდუსი, მუსლიმი, თუ ქრისტიანი, ნებისმიერ შემთხვევაში, ის ვიღაცის მსახურია, ამრიგად, კონკრეტული ტიპის რწმენის აღიარება არ ნიშნავს სანატანა-დჰარმას, მაგრამ ცოცხალი არსების მუდმივი კომპანიონი, რასაც ქვია მსახურების გაწევა, წარმოადგენს სანატანა-დჰარმას. ამრიგად, ფაქტიურად, ჩვენ მსახურებით ურთიერთობაში ვიმყოფებით უზენაეს უფალთან. უზენაესი უფალი არის უზენაესი განმცხრომელი, და ჩვენ ცოცხალი არსებები მისი მარადიული უზენაესი მსახურები ვართ. ჩვენ შექმნილები ვართ მის დასატკბობად, და თუ ჩვენ ჩავერთვებით, მონაწილეობას მივიღებთ ამ მარადიულ განცხრომაში ღმრთეების უზენაეს პიროვნებასთან, ეს გაგვაბედნიერებს, სხვაგვარად შეუძლებელია. დამოუკიდებლად, როგორც უკვე ავხსენით, რომ დამოუკიდებლად, სხეული ნებისმიერი ნაწილი, ხელი, ფეხი, თითები, ან სხეულის ნებისმიერი ნაწილი, დამოუკიდებლად ვერ იქნება ბედნიერი, თუ არ ითანამშრომლა მუცელთან, მსგავსად, ცოცხალი არსება ვერასოდეს იქნება ბედნიერი უზენაესი უფლისადმი ტრანსცენდენტული მოსიყვარულე მსახურების გაწევის გარეშე. ახლა, ბჰაგავად-გიტაში არ არის გამართლებული სხვადასხვა ნახევარ-ღმერთების თაყვანისცემა, არ არის გამართლებული, იმიტომ... ბჰაგავად-გიტას მეშვიდე თავის, მეოცე ლექსში ნათქვამია, უფალი ამბობს, (BG 7.20) კაამაის ტაის ტაირ ჰრიტა-ჯნაანააჰა პრაპადიანტე ნია-დევატააჰ. კაამაის ტაის ტაირ ჰრიტა-ჯნაანააჰა. ისინი, ვინც ვნებით იმართება, მხოლოდ ისინი ეთაყვანებიან ნახევარ ღმენთებს და არა უზენაეს უფალს, კრიშნას.