KA/Prabhupada 1077 - რადგან უფალი აბსოლუტურია, არ არსებობს განსხვავება მის სახელსა და მას შორის



660219-20 - Lecture BG Introduction - New York

შრიმად-ბჰაგავატამს ბჰააშიო 'იამ ბრაჰმა-სუტრაანაამ-ს ეძახიან. ის ვედანტა-სურტას ბუნებრივ განმარტებას წარმოადგენს. ამრიგად, ყველა ეს ლიტერატურა, თუ ჩვენს აზროვნებას გადავიტანთ, ტად-ბჰაავა-ბჰაავიტაჰა, სადაა. სადაა ტად-ბჰაავა-ბჰაავიტაჰა (ბგ 8.6). ვინც ყოველთვის ჩართულია... როგორც მატერიალისტი ყოველთვის ჩართულია რაღაც მატერიალისტული ლიტერატურის კითხვაში, გაზეთის, ჟურნალის, და ფანტასტიკის, რომანის და ა.შ. და უამრავი სამეციოერო და ფილოსოფიურის, ეს ყველაფერი სხვადასხვა დონის აზროვნებისაა. მსგავსად, თუ ჩვენ გადავრთავთ ამ ჩვენს კითხვის უნარს ვედურ ლიტერატურაზე, რომელიც მოგვაწოდა, ასე კეთილმოსურნედ მოგვაწოდა ვიასადევამ, მაშინ ჩვენთვის სავსებად შესაძლებელი იქნება გარდაცვალების დროს უზენაესი უფლის გახსენება. ასეთია თავად უფლის მიერ შემოთავაზებული ერთადერთი გზა. შემოთავაზებული კია არა, ეს არის ფაქტი. ნაასტი ატრა სამშაიაჰა (ბგ 8.5). უდავოდ. ამის შესახებ ეჭვიც კი არ არსებობს. ტასმაატ, შესაბამისად უფალი გვთავაზობს, ტასმაატ სარვეშუ კაალეშუ მაამ ანუსმარა იუდჰია ჩა (ბგ 8.7). ის ურჩევს არჯუნას, რომ მაამ ანუსმარა იუდჰია ჩა. ის არ ამბობს, რომ „შენ უბრალოდ უნდა გახსოვდე და თავი უნდა დაანებო შენს მიმდინარე მოვალეობებს“. არა. ეს არ არის შემოთავაზებული. უფალი არასოდეს გვთავაზობს რაიმე არაპრაქტიკულს. ეს მატერიალური სამყარო, ეს სხეული რომ შეინარჩუნო, უნდა იმუშავო. შრომა სოციალური წესრიგს ოთხ დანაყოფად არის დაყოფილი: ბრაჰმანა, კშატრიია, ვაიშია, შუდრა. საზოგადოების ინტელექტუალური კლასი, ის განსხვავებულად მუშაობს, ხოლო საზოგადოების ადმინისტრაციული კლასიც ასევე განსხვავებულად მუშაობს. ვაჭართა საზოგადოება, მწარმოებელთა საზოგადოება, ისინიც განსხვავებულად მუშაობენ, ხოლო მუშათა კლასი, ისიც განსხვავებულად მუშაობს. ადამიანთა საზოგადოებაში, როგორც მუშა ან როგორც ვაჭარი, ან პოლიტიკოსი, ადმინისტრატორი, ან როგორც ინტელექტუალთა კლასის უმაღლესი კლასი ლიტერატურულ კარიერაში, სამეცნიერო კვლევებში, ყველა ჩართულია რაღაც საქმიანობაში, და ყველას უწევს შრომა, არსებობისთვის ბრძოლა. ამრიგად უფალი გვირჩევს, რომ „შენ არ გჭირდება საქმიანობის მინებება, მაგრამ ამავდროულად შენ შეგიძლია, გახსოვდე.“ მაამ ანუსმარა (ბგ 8.7). ეს მოგცემს, ეს დაგეხმარება გარდაცვალებისას ჩემს გახსენებაში. თუ არ ივარჯიშებ იმაში, რომ მუდამ გახსოვდე, ასრებობისთვის ბრძოლის პარალელურად, მაშინ ეს შეუძლებელი იქნება. „ეს შეუძლებელია. იგივეს გვირჩევს უფალი ჩაიტანია, კირტანიიაჰ სადაა ჰარიჰ (Cჩჩ ადი 17.31). კირტანიიაჰ სადაა. უნდა ივარჯიშო მუდამ უფლის სახელების გალობაში. უფლის სახელი და თავად უფალი ერთმანეთისგან არ განსხვავდება. მარიგად, აქ გვაქვს უფალი კრიშნას დარიგება არჯუნასთვის რომ მაამ ანუსმარა (ბგ 8.7), „შენ უნდა გახსოვდე,“ და უფალი ჩაიტანიას დარიგება, რომ „შენ მედამ უნდა იგალობო უფალი კრიშნას სახელი.“ აქ კრიშნა ამბობს, რომ „შენ მუდამ უნდა გახსოვდე,“ ან უნდა გახსოვდეს კრიშნა, და უფალი ჩაიტანია ამბობს, „მუდამ უნდა გალობდე კრიშნას სახელს.“ აქ არ არის რაიმე განსხვავება, რადგან კრიშნა და კრიშნას სახელი აბსოლუტში ერთმანეთისგან არ განსხვავდება. აბსოლუტურ სტატუსში არ არსებობს ერთსა და მეორეს შორის განსხვავება. ასეთია აბსოლუტური სტატუსი. და რადგან უფალი აბსოლუტურია, არ არსებობს განსხვავება მის სახელსა და თავად მას შორის. ასე რომ, ჩვენ ამგვარი ვარჯიში მოგვიწევს. ტასმაატ სარვეშუ კალეშუ (ბგ 8.7). მუდმივად, ოცდაოთხი საათის განმავლობაში, ჩვენ ჩვენი ცხოვრებისეული საქმიანობა ისე უნდა წარვმართოთ, რომ შეგვეძლოს მისი ოცდაოთხი საათის განმავლობაში გახსენება. როგორ არის ეს ესაშესაძლებელი? დიახ, ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებელია. ძალიან უხეში მაგალითია მოცემული აჩარიების მიერ ამასთან დაკავშირებით. და როგორია ეს მაგალითი? ნათქვამია, რომ ქალი, რომელიც მიჯაჭვულია სხვა კაცზე, მიუხედავად იმისა, რომ ქმარი ჰყავს, მაინც, ის სხვა კაცზეა მიჯაჭვული. ამგვარი მიჯაჭვულობა ძალიან ძლიერი ხდება. ამას ეწოდება პარაკიია-რასა. კაცისაც და ქალის შემთხვევაში. თუ კაცს მისი ცოლის გარდა სხვა მიჯაჭვულობა გააჩნია, ან ქალს მისი ქმრის გარდა სხვა კაცთან მიჯაჭვულობა, ეს მიჯაჭვულობა ძალიან ძლიერია. ეს მიჯაჭვულობა ძალიან ძლიერია. ამრიგად აჩარიაბი გვაძლვენ ამ მაგალითს, როგორც ცუდი ყოფაქცევის ქალს, რომელსაც ქმრის გარდა სხვა მიჯაჭვულობა გააჩნია, ის ყოველთვის ფიქრობს, იმავდროულად, ქმარს უჩვენებს, რომ ოჯახური საქმეებით ძალიან არის დაკავებული, რომ მის ქმარს ეჭვი არ აღეძრას მის საქციელთან დაკავშირებით. ასე რომ, ის მუდამ ფიქრობს მის საყვარელთან ღამით შეხვედრის შესახებ, იმის მაგივრად, რომ სახლის საქმე კარგად აკეთოს, მსგავსად, უნდა გვახსოვდეს უზენაესი მეუღლე, შრი კრიშნა, საკუთარი მატერიალური მოვალეობების კარგად შესრულების მაგივრად. ეს შესაძლებელია. ამას ძლიერი, ძლიერი სიყვარულის გრძნობა სჭირდება.