KA/Prabhupada 0017 - მატერიალური ენერგია და სულიერი ენერგია
Lecture on Sri Isopanisad, Mantra 1 -- Los Angeles, May 2, 1970
ამრიგად, ამ მატერიალურ სამყაროში ორი ენერგია მოქმედებს: სულიერი ენერგია და მატერიალური ენერგია. მატერილიალური ენერგია ნიშნავს ამ რვა სახის მატერიალურ ელემენტს. ბჰუუმირ ააპო 'ნალო ვააიუჰა: (ბგ 7.4) მიწა, წყალი, ცეცხლი, ცა, გონება, ინტელექტი და ეგო. ეს ყველაფერი მატერიალურია. და მსგავსად უფრო ფაქიზი, უფრო ფაქიზი, უფრო ფაქიზი და უფრო უხეში, უფრო უხეში, უფრო უხეში. როგორც წყალი მიწაზე უფრო ფაქიზია, ცეცხლი წყალზე უფრო ფაქიზია, ჰაერი ცეცხლზე უფრო ფაქიზია, მერე ცა, ანუ ეთერი, ჰაერზე უფრო ფაქიზია. მსგავსად, ინტელექტი ეთერზე უფრო ფაქიზია, ან გონება ეთერზე უფრო ფაქიზია. გონება... იცით, რამდენჯერმე მაგალითი მომიყვანია: გონების სისწრაფე. ერთ წამში შეიძლება მრავალი ათასი მილი გაიარო. ამრიგად, რაც უფრო ფაქიზი ხდება, ის მძლავრია. მსგავსად, საბოლოო ჯამში, როდესაც სულიერ ნაწილამდე მიდიხარ, უფრო ფაქიზამდე, რომლიდანაც ყველაფერი წარმოიქმნება, ოჰ, ის ძალიან მძლავრია. ეს არის სულიერი ენერგია. ეს მოცემულია ბჰაგავად-გიტაში. რა არის ეს სულიერი ენერგია? რა სულიერი ენერგიაა ეს ცოცხალი არსება. აპარეიამ იტას ტუ ვიდდჰი მე პრაკრიტიმ პარაა (ბგ 7.5). კრიშნა ამბობს, „ეს არის მატერიალური ენერგიები. მათ ზემოთ, არსებობს სხვა, სულიერი ენერგია.“ აპარეიამ. აპარაა ნიშნავს დაქვემდებარებულს. აპარეიამ. „ყველა ეს განმარტებული მატერიალური ელემენტი დაქვემდებარებულ ენერგიას წარმოადგენს. და მის ზემოთ არსებობს სულიერი ენერგია, ჩემო ძვირფასო არჯუნა.“ რა არის ეს? ჯიივა-ბჰუუტა მაჰაა-ბააჰო: „ეს ცოცხალი არსებები.“ ისინიც ენერგიაა. ჩვენ, ცოცხალი არსებები, ჩვენც ენერგია ვართ, მაგრამ უფრო მაღალი ენერგია. რატომ მაღალი? იმოტომ, ტომ იაიედამ დჰაარიატე ჯაგატ (ბგ 7.5). უფრო მაღალი ენერგია აკონტროლებს დაქვემდებარებულ ენერგიას. მატერიას არ აქვს ძალაუფლება. დიდი თვითმფრინავი, კარგი მანქანა, ცაში დაფრინავს, მატერიალური ნაწილებისგან არის შექმნილი. მაგრამ, თუ არ იქნა სულიერი ენერგია, მფრინავი, ის გამოუსადეგარია. ის გამოუსადეგარია. ათასი წელი იდგება თვითმფრინავი აეროპორტში, ის ვერ იფრენს, სანამ სულიერი ენერგიის პატარა ნაწილაკი, მფრინავი, არ მივა და შეეხება მას. ამრიგად, რა სირთულეა ღმერთის გაგებაში? ამრიგად, ეს თვითმფრინავი, ის უზარმაზარი მანქანაა... იმდენი უზარმაზარი მანქანა არსებობს, ისინი ვერ მოძრაობენ სულიერი ენერგიის შეხების გარეშე, ადამიანის ან ცოცხალი არსების გარეშე. როგორ გგონიათ, ეს მატერიალური ენერგია ავტომატურად ან უკონტროლოდ მოქმედებს? რა არგუმენტის მოყვანა შეგიძლიათ ამის დასამტკიცებლად? ეს შეუძლებელია. შესაბამისად, ნაკლებად გონიერი ადამიანების კლასი, მათ არ შეუძლიათ გაიგონ, როგორ კონტროლირდება ეს მატერიალური ენერგია უზენაესი უფლის მიერ.