KA/Prabhupada 0018 - გურუს ლოტოსის ტერფების მტკიცე ერთგული
Lecture on SB 6.1.26-27 -- Philadelphia, July 12, 1975
პრაბჰუპადა: ამრიგად, ჩვენ ეს დრო უნდა გამოვიყენოთ იმის გადასაწყვეტად რომ ცხოვრებაში არაერთხელ ვკვდებით და კვლავ ვიღებთ ახალ სხეულს. ამას როგორ გაიგებ, თუ ნამდვილ გურუსთან არ მიხვედი? ამიტომ შაასტრა გვეუბნება, ტად-ვიჯნაანაარტჰამ: „თუ გინდა ცხოვრების ნამდვილი პრობლემა გაიგო და თუ გინდა გააცნობიერო, როგორ უნდა გახდე კრიშნას ცნობიერი, როგორ გახდე მარადიული, დაბრუნდე სახლში, ღმერთთან, მაშინ აუცილებლად გურუს უნდა მიმართო.“ და ვინ არის გურუ? ეს ახსნილია, ძალიან ადვილია. გურუ არასოდეს შექმნის აზრს, რომ „ეს გააკეთე და ფული გადამიხადე და ბედნიერი გახდები.“ ეს არ არის გურუ. ეს არის ფულის კეთების კიდევ ერთი პროცესი. ამრიგად, აქ ნათქვამია, მუუდჰა, ყველა ვინც უბრალოდ სულელთა სამოთხეში ცხოვრობა, აჯამილას მსგავსად საკუთარ აზრებს ქმნიან... ზოგს სწამს, „ეს ჩემი მოვალეობაა,“ ზოგი... ის სულელია. შენი მოვალეობის შესახებ გურუსგან უნდა შეიტყო. შენ ყოველდღე მღერი, გურუ-მუკჰა-პადმა-ვააკია, ჩიტტეტე კორიიაა აიკია, აარ ნაა კორიჰო მანე ააშაა. ეს არის ცხოვრება. ეს არის ცხოვრება. გურუ-მუკჰა-პად... შენ იღებ კეთილსინდისიერ გურუს, და რასაც ის მოგთხოვს, აკეთებ. შემდეგ შენი ცხოვრება წარმატებული ხდება. აარ ნაა კორიჰო მანე ააშაა. ყალთაბანდო, სხვა არაფერი არ უნდა გინდოდეს. ყოველ დღე არ მღერიხარ? მაგრამ, თუ გესმის ამის მნიშვნელობა? ან მხოლოდ მღერიხარ? რა მნიშვნელობა აქვს ამას? ვინ აგიხსნის? არავინ იცის? დიახ, რა მნიშვნელობაა?
ერთგული: „ჩემი ერთადერთი სურვილია გონება გამეწმინდოს ჩემი სულიერი მოძღვრის პირიდან გამოსული სიტყვებით. ამაზე მეტი სურვილი არ მაქვს.“
პრაბჰუპადა: დიახ. ამგვარია წესი. გურუ-მუკჰა-პადმა-ვააკია, ჩიტტეტე კორიიაა აიკია. ახლა, ჩიტტა ნიშნავს ცნობიერებას ან გულს. „მე მხოლოდ ეს უნდა ვაკეთო, ჩემმა გურუ მაჰარაჯმა მითხრა: მე ეს უნდა ვაკეთო.“ ჩიტტეტე კორიიაა აიკია, აარ ნაა კორიჰო მანე ააშაა. ამრგად, ეს არ არის ჩემი სიამაყე, მაგრამ, იმისთვის, რომ დაგანახო, მე შემიძლია ვთქვა, მე ეს გავაკეთე. შესაბამისად, რა მცირედი წარმატებაც არ უნდა შეგხვდეს, ჩემს ყველა ძმას ღმერთში, ეს ამის შედეგია. მე თავად არ გამაჩნია ამის უნარი, მაგრამ ეს მივიღე, ჩემი გურუს ნათქვამი, როგორც სიცოცხლე და სული. ამრიგად, ასიეთია ფაქტი. გურუ-მუკჰა-პადმა-ვააკია, ჩიტტეტე კორიიაა აიკია. ყველამ უნდა გააკეთოს ეს. მაგრამ, თუ რამე დაამატა, შეცვალა, მისი საქმე დამთავრებულია. არანაირი დამატება, ცვლილება. უნდა მიუახლოვდე გურუს - გურუ ნიშნავს ღმერთის, კრიშნას ერთგულ მსახურს. და მიიღო მისი მითითება, როგორ უნდა ემსახურო. ამის შემდეგ მიაღწევ წარმატებას. თუ მოიგონებ, რომ „მე ჩემს გურუზე უფრო გონიერი ვარ, და შემიძლია რამე დავამატო ან შევცვალო,“ მაშინ შენი საქმე დამთავრებულია. ამრიგად სულ ეს არის. და ახლა განაგრძე სიმღერა.
ერთგული: შრიი-გურუ-ჩარანე რატი, ეი სე უტტამა-გატი.
პრაბჰუპადა: შრიი-გურუ-ჩარანე რატი, ეი სე, უტტამა-გატი. თუ ნამდვილი წინსვლა გინდა, მაშინ გურუს ლოტოსის ტერფების ურყევი ერთგული უნდა იყო. მერე?
ერთგული: ჯე პრასაადე პუურე სარვა ააშაა.
პრაბჰუპადა: ჯე პრასადე პუურე სარვა ააშაა. იასია პრასაადატ... ამგვარია დარიგება მთელს ვაიშნავურ ფილოსოფიაში. ამრიგად, თუ ეს არ გავაკეთეთ, დავრჩებით მუუდჰა, და ეს ახსნილია ამ აჯაამილა-უპააკჰიაანა-ში. ამრიგად, დღეს ჩვენ ამ ლექსს ვკითხულობთ, სე ევამ ვარტამაანაჰა აჯნაჰა. კვლავ იმეორებს. ვიასადევა ისევ ამბობს, რომ „ის თაღლითი მორგებულია აქ, მისი შვილის მსახურებაში, რომელსაც ნაარააიანა ქვია.“ მან არ იცოდა... „რას ნიშნავს ეს უაზრო ნაარააიანა?“ მან თავისი შვილი იცოდა. მაგრამ ნაარააიანა იმდენად მოწყალეა, რომ რადგან გამუდმებით ეძახდა თავის შვილს, „ნაარააიანა, გთხოვ, მოდი აქ. ნაარააიანა, გთხოვ, აიღე ეს,“ ამრიგად, კრიშნა ამას მიიჩნევდა „ის ნაარააიანას უგალობს.“ კრიშნა იმდენად მოწყალეა. მას არასოდეს უგულისხმია „მე ნაარააიანასთან მივდივარ.“ მას თავისი ვაჟი უნდოდა, იმიტომ რომ ის უყვარდა. მაგრამ მას მიეცა საშუალება, ნაარააიანას წმინდა სახელი ეგალობა. ამაშია მისი იღბლიანობა. შესაბამისად, ამის მიხედვით, ჩვენ ვცვლით სახელს. რატომ? იმოტომ, რომ ნებისმიერი სახელი კრიშნას მსახურად გახდომისთვისაა საჭირო. უპენდრას მსგავსად. უპენდრა ნიშნავს ვაამანადევას. ამრიგად, თუ დაიძახებ „უპენდრა, უპენდრა,“ ან მსგავსად, ეს სახელი ჩაგეთვლება. ეს მოგვიანებით იქნება ახსნილი.