KA/700701 ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, ლოს-ანჯელესი

KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„მაშასადამე, დასაწყისი არის ის, რომ „შრიმად-ბჰაგავატამი“ კრიშნაა. სხვანაირად ვერც იქნება. ეს არის კრიშნა-კათჰა. „ბჰაგავად-გიტაც“ კრიშნა-კათჰაა. „კათჰა“ ნიშნავს სიტყვებს. მაშ, კრიშნას სიტყვები, წარმოთქმული თავად კრიშნას მიერ - არის „ბჰაგავად-გიტა“. ხოლო სიტყვები კრიშნას შესახებ არის „შრიმად-ბჰაგავატამი“. ან სიტყვები კრიშნას ერთგულების შესახებ არის ბჰაგავატა. ასე რომ, ბჰაგავატა, არსებობს ორი სახის ბჰაგავატები. ერთი, ეს წიგნი, ბჰაგავატა, ხოლო მეორე, პიროვნება ბჰაგავატა, ერთგული. იგიც ბჰაგავატაა. ჩაიტანია მაჰაპრაბჰუ გვირჩევს: ბჰაგავატა პარა გიია ბჰაგავატა სთჰანე - „მიმართე ბჰაგავატას, პიროვნება ბჰაგავატას, და წაიკითხე მისგან „შრიმად-ბჰაგავატამი“. წინააღმდეგ შემთხვევაში, სწორად ვერ გაიგებ. ბჰაგავატა პარა გიია ბჰაგავატა სთჰანე“.
700701 - ლექცია შ.ბ. 02.01.01 - ლოს-ანჯელესი