KA/710103 ლექცია - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი, სურატი

KA/Georgian - შრილა პრაბჰუპადასეული ნექტარის წვეთი
„ოთხი სახის ხალხი მიმართავს ვიშნუს თაყვანისცემას: არტა, გაჭირვებაში მყოფნი; ართჰართჰი, ვისაც სჭირდება ფული ან ქონებრივი მოგება; ჯიჯნასუ, ცნობისმოყვარენი; და ჯნანი - ეს ოთხი ჯგუფი. ამათგან, ჯიჯნასუ და ჯნანი ჯობიან არტას და ართჰართჰის, გაჭირვებულთ და ვისაც ფული სჭრიდებათ. ასე რომ, ჯნანიც და ჯიჯნასუც არ არიან წმინდა ერთგული სამსახურის საფეხურზე, რადგან წმინდა ერთგული სამსახური თვით ჯნანაზე მაღლაა. ჯნანა-კარმადი-ანავრიტან (ჩ.ჩ. მადჰია 19.167). მაგალითად, გოპები - მათ არ უცდიათ კრიშნას გაგება ჯნანას დახმარებით, არის თუ არა კრიშნა ბჰაგავანიო. არა. მათ უბრალოდ თავისთავად განუვითარდათ - არა თავისთავად; წარსულში შესრულებული კეთილი საქმეებით - კრიშნასადმი მწველი სიყვარული. მათ არასოდეს უცდიათ იმის გაგება, ღმერთია თუ არა კრიშნა. როდესაც უდდჰავამ ჯნანას სწავლება დაუწყო მათ, ყურიც კი არ დაუგდეს. ისინი უბრალოდ კრიშნაზე ფიქრებში იყვნენ ჩაძირულნი. ეს არის კრიშნას ცნობიერების სრულყოფილების საფეხური“.
710103 - ლექცია შ.ბ. 06.01.56-62 - სურატი